Accessibility links

logo-print

ჟენევაში ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 21-ე რაუნდი იმართება


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც 10-11 ოქტომბერს იმართება ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 21-ე რაუნდი. რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დელეგაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ამჯერადაც მოითხოვენ თბილისის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის იურიდიული შეთანხმებების ხელმოწერას. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი საკითხია ძალის გამოუყენებლობა, თუმცა არა საქართველოს მიერ, რომელმაც ეს ვალდებულება ცალხრივად უკვე დიდი ხანია აიღო. კაპანაძის განმარტებით, საუბარია დოკუმენტზე, რომელმაც მსგავსი ვალდებულება რუსეთს უნდა დააკისროს. ჟენევაში გაემგზავრნენ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები გია ვოლსკი და პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც კოალიციიდან დასახელებულია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჟენევაში მათი ვიზიტი მიზნად ისახავს მიმდინარე პროცესის გაცნობას.
XS
SM
MD
LG