Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებული და მის მიერვე ხელმოწერილი ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს. სანქციების მიზანია აიძულოს ირანი, შეწყვიტოს ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობა. ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომი ვიტორმა აღნიშნა, რომ გაძლიერებული სანქციები „ხელშესახებ და მძლავრ შედეგებს“ მოიტანს. კონგრესის მიერ აგვისტოში მიღებული ახალი სანქციები უკრძალავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდულ პირებს ირანთან ყოველგვარ ფისკალური ურთიერთობას, ანდა თეირანთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას ირანული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხში.
XS
SM
MD
LG