Accessibility links

logo-print

ნატო და აშშ: ავღანეთში მისია არ შეიცვლება მოკავშირეების თავდასხმების გამო


ნატო და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ უცხოელებზე ავღანეთის სამხედრო უნიფორმიანი პირების თავდასხმის შემთხვევების გამო საერთაშორისო ძალები ხელს არ აიღებენ ავღანეთში მისიაზე. ამ შინაარსის განცხადება ოთხშაბათს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ. უცხოელ ჯარისკაცებზე ავღანელი პოლიციელებისა და ჯარისკაცების თავდასხმებმა წელს 50-ზე მეტი უცხოელის სიცოცხლე შეიწირა. ბევრის შეფასებით, ეს გარემოება ძირს უთხრის ნდობას ავღანელ და ნატოს ჯარისკაცებს შორის და ასუსტებს ავღანეთში მისიის მიმართ მხარდაჭერას ნატოს წევრ ქვეყნებში. რასმუსენმა ვითარებას „ნამდვილი გამოწვევა“ უწოდა და პირობა დადო, რომ მის მოგვარებაზე ძალიან სერიოზულად იზრუნებენ.
XS
SM
MD
LG