Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართება


ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გაიმართება ერთადერთი წინასაარჩევნო დებატები ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს, რესპუბლიკური პარტიიდან პოლ რაიანსა და დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის. გასულ კვირას შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შედგა პირველი დებატები პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ მეტოქეს - მიტ რომნის შორის. ტელედებატების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა, მიტ რომნიმ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG