Accessibility links

უგო ჩავესმა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი დანიშნა


ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვევა მოიპოვა, ვიცე პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლას მადურო დანიშნა. მან ამის შესახებ განცხადება ეროვნულ საარჩევნო საბჭოში, ოთხშაბათს გააკეთა, სადაც უგო ჩავესის ახალი ვადით გაპრეზიდენტება ოფიციალურად გამოცხადდა. უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტად 1991 წელს აირჩიეს, კვირას გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით კი მან ხმათა 55 პროცენტზე მეტი მიიღო. მისი მთავარი მოწინააღმდეგე ოპოზიციიდან ენრიკე კაპრილესი ამომრჩეველთა ხმების 44 პროცენტს დასჯერდა.
XS
SM
MD
LG