Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების გაგრძელებას გეგმავს ”პუსი რაიოტის” სოლისტი საპროტესტო


პანკ ჯგუფის ”პუსი რაიოტის” ერთ-ერთ სოლისტი, რომელიც ოთხშაბათს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ ჯგუფი საპროტესტო აქციებს გააგრძელებს; ”ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია და ჩვენ არც ვაპირებთ შევწყვიტოთ ჩვენი პოლიტიკური პროტესტი”, - ამბობს ეკატერინა სამუცევიჩი CNN-თან ინტერვიუში. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ აქტივისტს სასჯელი შეუმსუბუქა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით შეუცვალა. გარდა ამისა ეკატერინა სამუცევიჩს სასამართლომ ორი წლით დაუნიშნა გამოსაცდელი დრო. საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლოს განაჩენი "პუსი რაიოტის" ორი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვასა და მარია ალიოხინას მიმართ. მათ კოლონიაში ორწლიანი პატიმრობა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციისთვის მიესაჯათ.
XS
SM
MD
LG