Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები გაიმართება აჭარის მთავრობის ფორმირების საკითხზე


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების საკითხთან დაკავშირებით დღეს კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან გაიმართება.
10 ოქტომბერს ამ საკითხზე კოალიციის ცენტრალურ ოფისში დავით უსუფაშვილი და დავით საგანელიძე აჭარაში კოალიციის დეპუტაციას შეხვდნენ. ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი მასალკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათისთვის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
XS
SM
MD
LG