Accessibility links

logo-print

ამირან გამყრელიძე: ”საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება”


”საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება”, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა: "აუცილებელია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია შემოვიდეს. ეს არის ერთგვარი უმუშევრობის დაზღვევა და საერთო სოციალური დაზღვევის ერთ-ერთი სეგმენტი", - აღნიშნა გამყრელიძემ. როგორც ”ინტერპრესნიუსი” იტყობინება, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობა არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი მომავალში შედგება. "ეს საკითხები შრომისა და დასაქმების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ქვეყანამ უნდა მიიღოს", - დასძინა მან.
XS
SM
MD
LG