Accessibility links

logo-print

დღეს იწყება ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი


ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი 11-12 ოქტომბერს გაიმართება. შვეიცარიაში იმყოფება ქართული დელეგაციაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოლაპარაკებების 21-ე რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობის საკითხი იქნება.
"აუცილებელია, დაიწყოს მუშაობა ძალის არგამოყენების დოკუმენტზე, რომელმაც რუსეთს ეს ვალდებულება უნდაა ააღებინოს. სხვა მონაწილეებს ეს ვალდებულება აღებული აქვთ", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში გუშინ გაემგზავრნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი და კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, მათი ვიზიტი ჟენევაში გაცნობითი ხასიათისაა. "ზოგადი წარმოდგენის მიუხედავად, უფრო დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. კარგი იქნება, იქამდე გავეცნოთ პროცესს, ვიდრე მასში ჩავერთვებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რადგან კარგად ჩანს მხარეების პოზიციები - სადამდეა მისული კონფლიქტის მოგვარების პროცესი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
XS
SM
MD
LG