Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო პირველად აღნიშნავს გოგონების დღეს


დღეს გაერო პირველად აღნიშნავს გოგონების საერთაშორისო დღეს. ახალი თარიღის დაწესება ემსახურება ყურადღების მიპყრობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გოგონების დისკრიმანაციის პრობლემისაკენ. განცხადება, რომელიც დღეს გამოაქვეყნა გაეროს ეგიდით მოქმედმა რამდენიმე ორგანიზაციამ, შეიცავს მოწოდებას არასრულწლოვანი გოგონების დაქორწინების შემთხვევების შემცირებისაკენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გოგონებს, რომლებსაც სრულწლოვანების მიღწევამდე ათხოვებენ, ემუქრება ჯანმრთელობის პრობლემები ადრეულ ასაკში ორსულობის გამო. გარდა ამისა, ისინი უმეტესწილად კარგავენ განათლების მიღების შესაძლებლობას. მსოფლიოში წელიწადში 10 მილიონამდე ქორწინება ფორმდება ისე, რომ პატარძალი 18 წლამდე ასაკისაა. მათგან ყოველი მესამე 15 წლისაც არ არის.
XS
SM
MD
LG