Accessibility links

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ერგო ჩინელ მო იანს


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია ერგო ჩინელ ავტორს, მო იანს. პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო 1,2 მილიონამდე დოლარის ოდენობით. მიმდინარე კვირაში უკვე გამოცხადდა მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დრაგებში ნობელის წლევანდელი ლაურეატების ვინაობა. ხვალ კი დაასახელებენ ლაურეატს მშვიდობის დარგში. შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაწესებული პრესტიჟული პრემიები 1901 წლიდან გაიცემა.
XS
SM
MD
LG