Accessibility links

პაკისტანში დაჭრილი აქტივისტი გოგონა უკეთეს საავადმყოფოში გადაიყვანეს


პაკისტანში თალიბანის თავდასხმის შედეგად დაჭრილი აქტივისტი გოგონა, 14 წლის მალალა იუსაფზაი მოათავსეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ რავალპინდის კლინიკაში. ის გადაიყვანეს ფეშავარის სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც მოთავსებული იყო სამშაბათს, თავის არეში დაჭრის შემდეგ. ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის გუბერნატორი, მასუდ კაუზარი აცხადებს, რომ იუსაფზაის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, საფრთხე მაინც არსებობს. გუბერნატორის თქმით, გოგონა მოთავსებულია რავალპინდის საუკეთესო სამხედრო კლინიკაში. მალალა იუსაფზაიზე თავდასხმას გმობს პაკისტანის ხელისუფლება, რომელმაც 100 000 დოლარამდე ჯილდო დააწესა თავდამსხმელის შეპყრობაზე.
XS
SM
MD
LG