Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ქალაქ ოშში დაშალეს საპროტესტო აქცია


ყირგიზეთის პოლიციამ დაშალა სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში გამართული საპროტესტო აქცია, რომლის 400-მდე მონაწილეც ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა სამი ოპოზიციონერი პარლამენტარის გათავისუფლების მოთხოვნით. ოფიციალური პირების ცნობით, დემონსტრანტებთან შეტაკებისას დაშავდა ოთხი პოლიციელი. შეტაკება მოჰყვა ქალაქის ხელმძღვანელობის უარს აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე, ცენტრალურ მოედანზე აღემართათ კარვები, რომლებშიც შიმშილობის აქციას მოაწყობდნენ. ასევე სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში 8 ოქტომბრიდან შიმშილობს 18 ქალი პარლამენტარების, კამჩიბეკ ტაშიევის, სადირ ჯაპაროვისა და ტალანტ მამიტოვის გათავისუფლების მოთხოვნით. სამი ოპოზიციონერი დეპუტატი გასულ კვირაში დააკავეს არეულობის წაქეზებაში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG