Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არჩევნის თავისუფლებისთვის" პროკურატურას მიმართავს


კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" პროკურატურას საჯარო მოხელეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, რომ მოიპოვეს ქედის, სიღნაღის, გორის და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქების გარკვეულ უბნებზე არჩევნების გაყალბების ამსახველი ფაქტები, რომლებშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მელაშვილის განმარტებით, საუბარია ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებასა და ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოვლენისთვის ხელისშეშლაზე. კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, სამართალდარღვევის ფაქტები გამოიძიოს. ამასთან, კოალიციაში აღნიშნავენ, რომ გამოვლენილმა დარღვევებმა არსებითი გავლენა იქონია მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე და მიმართავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტსაც, დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისას შეისწავლოს მომხდარი ფაქტები.
XS
SM
MD
LG