Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსულტაციები გრძელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატებზე


აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის და მინისტრობის კანდიდატთა დასახელებას დაახლოებით 20 დღე დასჭირდება - ამის შესახებ განაცხადა ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულმა მურმან დუმბაძემ, რომელიც აჭარიდან საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ”ქართული ოცნებიდან” არჩეულ სხვა პირებთან ერთად თბილისში შეხვდა კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. დუმბაძემ, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა, დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება. მისივე განცხადებით, კოალიციის ლიდერისგან მიიღეს დავალება, რომ აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარისა და მინისტრების კანდიდატურები წარადგინონ და ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG