Accessibility links

logo-print

„ექსპერტთა კლუბი" მხარს უჭერს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლია მუხაშავრიას კანდიდატურას


სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციის ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელს ლია მუხაშავრიას უწევს ”დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი." მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს ”ლია მუხაშავრიას მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსებები, ხანგრძლივი და წარმატებული უფლებადამცავი საქმიანობა, პრინციპულობა, უსამართლობის მიმართ უკომპრომისობა და აგრეთვე მისი, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის მმართველი საბჭოს წევრის კონსტრუქციული კოლეგიალობა.”
XS
SM
MD
LG