Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ გადადო მადონას წინააღმდეგ სარჩელის განხილვა


რუსეთში სასამართლომ გადადო ამერიკელი პოპვარსკვლავის, მადონას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა. აქტივისტების ჯგუფი მადონასგან ითხოვს 10 მილიონ დოლარს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც მადონამ სანქტ-პეტერბურგში აგვისტოში გამართულ კონცერტზე გამოუცხადა ჰომოსექსუალებს. შოუს მსვლელობაში, მადონამ რუსებს მოუწოდა, პატივი სცენ გეების უფლებებს და კონცერტზე მისულებს დაურიგა ვარდისფერი სამაჯურები, როგორც ჰომოსექსუალებისადმი ტოლერანტობის სიმბოლო. აქტივისტები, რომლებიც მადონას უჩივიან, აცხადებენ, რომ მომღერალმა დაარღვია ადგილობრივი კანონი მცირეწლოვანებში ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ხუთშაბათს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსმენა გადაიდო 25 ოქტომბრამდე სანქტ-პეტერბურგში მადონას შოუს ორგანიზატორების გარშემო გაურკვევლობის გამო. აქტივისტები მათაც უჩივიან.
XS
SM
MD
LG