Accessibility links

logo-print

საბერძნეთში სარეკორდო 25,1%-მდე გაიზარდა უმუშევრობა


საბერძნეთში ხუთშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, სარეკორდო 25,1%-მდე გაიზარდა უმუშევრობის დონე. ქვეყანაში, რომელშიც სავარაუდოდ, მეექვსე წელი გაგრძელდება რეცესია, ექსპერტები წინასწარმეტყველებენ უმუშევრობის ზრდის ტენდენციის გაგრძელებას. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 50%-ს აღემატება. უმუშევრობის მატებაზე ინფორმაციის გავრცელების ფონია ათენის მოლაპარკება კრედიტორებთან - ვაჭრობის საერთაშორისო ფონდთან, ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირთან - მომჭირნეობის ზომების ახალ პაკეტზე.
XS
SM
MD
LG