Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: სირიის თვითმფრინავით გადაჰქონდათ რუსული წარმოების ტყვია-წამალი


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სირიის სამგზავრო თვითმფრინავით, რომელსაც წუხელ ანკარაში დაჯდომა აიძულეს, სირიის არმიისათვის მიჰქონდათ რუსული წარმოების ტყვია-წამალი. ერდოანმა ანკარაში უთხრა ჟურნალისტებს, რომ თურქეთი ჯერ-ჯერობით განაგრძობს სამხედრო მასალის შემოწმებას, რის საფუძველზეც აპირებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას. ერდოანის ეს განცხადება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ახსნა-განმარტების მოთხოვნას მას შემდეგ, რაც თურქეთში დააკავეს სირიის სამოქალაქო თვითმფრინავი მოსკოვიდან დამასკში რეისის შესრულებისას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, თურქმა ოფიციალურმა პირებმა უარი უთხრეს თურქეთში მყოფ რუს დიპლომატებს, შეხვედროდნენ თვითმფრინავში მყოფ 17 რუს მოქალაქეს. თვითმფრინავი რვა საათი იყო დაკავებული. მას ოთხშაბათს ღამით მისცეს ანკარიდან გაფრენის უფლება, ტვირთის ნაწილის ჩამორთმევის შემდეგ. სირიის მთავრობა „საჰაერო მეკობრეობაში“ ადანაშაულებს თურქეთს. თურქეთმა შარშან დააწესა სირიის წინააღმდეგ ემბარგო. ორ მეზობელს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ხუთი თურქი სამოქალაქო პირი შეიწირა სირიიდან გასროლილმა ჭურვებმა.
XS
SM
MD
LG