Accessibility links

logo-print

პაკისტანში მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებებს და უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას


პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად მოკლეს, სულ ცოტა, 10 ექსტრემისტი. ოთხი რაკეტა მოხვდა ორაკზაისა და ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონებს შორის განთავსებულ ბანაკს, რომელიც, ორაკზაის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეკუთვნოდა ექსტრემისტულ ჯგუ "ჰაჯიზ გულ ბაჰადურის" სარდალს. დღესვე პაკისტანში რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიღუპა 30-მდე ადამიანი. მათგან 13-ის სიცოცხლე შეიწირა ორმა აფეთქებამ სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG