Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიღუპა ქართველი სამხედრო მოსამსახურე


ცნობების თანახმად, ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულებისას დაიღუპა ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მინდია აბაშიძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1988 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. აბაშიძე იყო სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. ის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა 2010-2011 წლებშიც. მინდია აბაშიძე არის ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული 18-ე ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG