Accessibility links

logo-print

აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა სატელევიზიო დებატები გაიმართა


რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ პოლ რაიანსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის ერთადერთი სატელევიზიო დებატები გაიმართა კენტუკის შტატში. პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმა, რომლის დროსაც აშშ-ის ელჩი მოკლეს, ადასტურებს პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის ”ქმედუუნარობას”. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ობამას პრეზიდენტობისას აშშ-მა აღადგინა ალიანსები და წარმატებულ მაგალითად დაასახელა ირანის მიმართ დაწესებული სანქციები. რაიანი კი თვლის, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა, რუსეთის მიმართ ”გადატვირთვის” პოლიტიკა კი არ მუშაობს. ბაიდენმა ილაპარაკა ავღანეთიდან სამხედროების 2014 წლისთვის გამოყვანის გრაფიკის დადგენაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს სტიმულს მისცემს ავღანელებს თავად იზრუნონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
XS
SM
MD
LG