Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი ირანში ადამიანის უფლებათა დარღვევების მძიმე ფაქტებზე ლაპარაკობს


გაეროს ექსპერტი ირანში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე აჰმედ შაჰიდი ირანში არსებულ მძიმე ვითარებაზე ლაპარაკობს. შაჰიდის თანახმად, ადამიანის უფლებათა დამცველებს ირანში სცემენ, აუპატიურებენ, არ აძლევენ დაძინების საშუალებას და აბუჩად იგდებენ მათი ჩამოხრჩობის ინსცენირებით. შაჰიდის განცხადებით, 2012 წლის პირველ ნახევარში ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ ცოტა 223 ადამიანი, მათი უმრავლესობა - ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით. შაჰიდის ინფორმაციით, ირანში უსწორდებიან ინტერნეტის მომხმარებლებსაც - დაკავებულია 19 ბლოგერი და ინტერნეტ-კომენტატორი. ოთხ მათგანს იანვარში სიკვდილი მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG