Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოცხადდება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი


ნორვეგიის დედაქალაქში დღეს გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ნომინაციაზე წარდგენილია 231 კანდიდატი, მათ შორის არიან როგორც ცალკეული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები. კანდიდატთა შორის არის ამერიკელი პოლიტოლოგი ჯინ შარპი, რომელმაც თავის ნაშრომებში აღწერა ავტორიტარულ ქვეყნებში ”არაძალადობრივი რევოლუციების” თეორია და პრაქტიკა. მშვიდობის პრემიის ნომინანტები არიან აგრეთვე რუსეთის უფლებადამცავი ორგანიზაცია ”მემორიალი”, რუსი უფლებადამცველები - სვეტლანა განუშკინა და ლუდმილა ალეკსეევა, რადიოსადგური ”ეხო მოსკვი”.
XS
SM
MD
LG