Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


საქართველოს პრეზიდენტის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ. საუბარი დღეს შედგა და, პრეს-რელიზის თანახმად, ”მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა. საუბრის დასასრულს, ანდერს ფოგ რასმუსენმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და პრეზიდენტსა დ ქართველ ხალხს მიუსამძიმრა”.
XS
SM
MD
LG