Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაიმართა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების დებატი


შეერთებულ შტატებში ცხარე დისკუსია გაიმართა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, მათი ერთადერთი წინასაარჩევნო დებატისას. ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აქტიურად დაიცვა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა დებატზე, რომელიც წუხელ ჩატარდა სამხრეთში მდებარე კენტაკის შტატში. ბაიდენმა, მაგალითად, წარმატებად მოიხსენია ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების დაწესება. ვიცეპრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, კონგრესმენმა პოლ რაინმა კი მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ობამას კურსი: მისი თქმით, ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმამ და შეერთებული შტატების ელჩის მკვლელობის ფაქტმა ცხადჰყო საგარეო პოლიტიკის ხარვეზები.
XS
SM
MD
LG