Accessibility links

logo-print

სირიაში შეტაკებები გრძელდება


ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს ირგვლივ გრძელდება ინტენსიური შეტაკებები მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის. როგორც იუწყებიან, ქალაქ მაარეთ ალ-ნუმანთან, სადაც ბოლო დღეებში, მეამბოხეების ცნობით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა, ოპოზიციონერებმა შეძლეს, ჩაეკეტათ ავტოტრასა, რომელიც აკავშირებს დამასკსა და ალეპოს. ინტენსიური ბძროლების შესახებ იუწყებიან ჩრდილოეთში მდებარე იდლიბის პროვინციიდან და სამხრეთში მდებარე ქალაქ დერაას მიმდებარე ტერიტორიიდანაც. აქტივისტების ცნობით, სამხრეთში პარასკევს დაიღუპა მთავრობის ჯარების, სულ ცოტა, 14 ჯარისკაცი. ხოლო დედაქალაქ დამასკში წუხელ მოხდა აფეთქება, რომელზე პასუხისმგებლობაც იკისრეს ოპოზიციონერმა ისლამისტებმა. მსხვერპლის შესახებ არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG