Accessibility links

logo-print

სატელეფონო საუბარი გაიმართა ანდერს ფოგ რასმუსენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის


საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილს და ქართველ ხალხს მიულოცა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის დღეს ისტორიული მომენტია. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა. საუბრის ბოლოს ანდერს ფოგ რასმუსენმა სამძიმარი გამოთქვა ავღანეთში ქართველი კაპრალის მინდია აბაშიძის დაღუპვის გამო.
XS
SM
MD
LG