Accessibility links

logo-print

დღეს გაიმართა გიგა ბოკერიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა


კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიზნესცენტრში გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ბოკერიამ ბრიფინგი გამართა მთავრობის კანცელარიაში, სადაც ჟურნალისტებს აცნობა, რომ ივანიშვილს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით შეხვდა. ”ჩვენ გუნდებს შორის არსებობს ძალიან სერიოზული, ფუნდამენტური განსხვავებები, რომლებიც ალბათ, არც მომავალში გაქრება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მჭიდრო თანამშრომლობისთვის ქვეყნის უსაფრთხოების, საგარეო საფრთხეებისგან დაცვის და ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის კურსის შენარჩუნების და გამყარების საკითხებში”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ მიესალმებიან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ არჩევნების შემდეგ გამოთქმულ პოზიციას საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის შენარჩუნების შესახებ. ”აქედან გამომდინარე, როგორც ეს უნდა იყოს ცივილეზებულ ქვეყნებში, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლიბა”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელი საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხებოდა.
XS
SM
MD
LG