Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობა მიესალმა ბრიტანელი სამხედროების დაპატიმრებას


ავღანეთის მთავრობა მიესალმა შვიდი ბრიტანელი სამხედროს დაპატიმრებას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მკვლელობაში. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მათი დაკავება დადებითი გადაწყვეტილებაა, რადგან ის თავიდან აგვაშორებს სამოქალო მოსახლეობაში დანაკარგსო. ეს რეაქცია მოჰყვა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაავრცელებულ ინფორმაციას 11 ოქტომბერს სამეფო საზღვაო ქვეითთა შვიდი მებრძოლის დააპატიმრების შესახებ. ისინი ეჭვმიტანილნი არიან მკვლელობაში ინციდენტის დროს, რომელიც ავღანეთში მოხდა. ინციდენტში სამოქალაქო პირები გარეული არ ყოფილან, ის მეამბოხეებთან ბრძოლას ეხება, იუწყება თავდაცვის სამინისტრო. ამავე ცნობით, ბრიტანელების დაკავება ავღანეთში არ მომხდარა. ბრიტანეთს აშშ-ის მერე ყველაზე დიდი ჯარი ჰყავს ავღანეთში, მათი რიცხვი 9500-ია.
XS
SM
MD
LG