Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დაკავეს ყირგიზეთის ყოფილი ლიდერის ვაჟი


ლონდონში პარასკევს დააკავეს მაქსიმ ბაკიევი - ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ვაჟი, რომელიც თავის ქვეყანაში ძებნილად არის გამოცხადებული. ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც მას უყენებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარის არამიზნობრივი ხარჯვაა. მაქსიმ ბაკიევის დაკავების საფუძველი ყირგიზეთის და აშშ-ის მთავრობების თხოვნა გახდა. ყირგიზეთსა და ბრიტანეთს შორის არ მოქმედებს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება და ამიტომ, როგორც იუწყებიან, ბრიტანეთი მაქსიმ ბაკიევს აშშ-ს გადასცემს. მაქსიმ ბაკიევმა ყირგიზეთი მას შემდეგ დატოვა, რაც 2010 წლის აპრილში მამამისის ხელისუფლება დაამხეს. ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის პირობებში მაქსიმ ბაკიევი საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG