Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მანქანის აფეთქების შედეგად. დაჭრილია 30-ზე მეტი. აფეთქება ქალაქ დარა ადამ ხელში, თემის უხუცესების ოფისებთან ახლოს მოხდა. დაწყებულია გამოძიება. რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლის, ფახარ უდინის თქმით, თავდასხმის სამზნეს სავარაუდოდ წარმოადგენდა მშვიდობის კომიტეტის მოხალისეთა ოფისი. მოხელისეები მთავრობას დახმარებას უწევენ ექსტრემისტების საწინააღმდეგო ზომების გატარებაში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ აუღია, მაგრამ ამ რეგიონში წარსულში მომხდარ მსგავს თავდასხმებს თალიბანს მიაწერენ. სამძიმრის გამოცხადებისას, პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა თავდასხმა მოწმობს, რომ ექსტრემისტებს ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთო.
XS
SM
MD
LG