Accessibility links

logo-print

ეგვიპტის გენერალური პროკურორი თანამდებობაზე რჩება


ეგვიპტის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა მუბარაქის პერიოდის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დატოვებაზე, უხერხულობის გამომწვევი საჯარო დაპირისპირების ფონზე. მორსის პრესმდივანმა და გენერალურმა პროკურორმა, აბდელ მაგიდ მაჰმუდმა დაადასტურეს, რომ შეთანხმებას კაიროში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. გენერალური პროკურორი უარს აცხადებდა დამორჩილებოდა პრეზიდენტის მიერ გაცემულ ბრძანებას მისი გადადგომის თაობაზე და აცხადებდა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ ანიჭებს მისი გადაყენების უფლებას. პროკურორსა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის ფონია პრეზიდენტის მხარდამჭერი მუსულმანთა საძმოს მიერ პროკურორის მისამართით გამოთქმული ბრალდება, რომ ის მუბარაქის პერიოდის ოფიციალური პირების სასამართლოზე სუსტ მტკიცებულებებს წარადგენს. პარასკევს კაიროს თაჰრირის მოედანზე ეგვიპტის პრეზიდენტის ათასობით მომხრესა და მოწინააღმდეგეს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ეს ამგვარი ძალადობის პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ქვეყნის პრეზიდენტი მურსი გახდა. ლიბერალი და სეკულარიზმის მომხრე აქტივისტები მუსულმანთა საძმოს ქვეყნის გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. ქვების სროლას 100-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG