Accessibility links

logo-print

გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს


გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ხაშურიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, იქ ამომრჩევლის აქტივობა არ არის მაღალი. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, ამას „ქართული ოცნების“ შტაბ-ბინაშიც ადასტურებენ. გუშინ, 13 ოქტომბერს ხაშურში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, სერგო ქიტიაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა, რაც მისი მთავარი კონკურენტის, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ვალერი გელაშვილის გამარჯვებას განაპირობებს. ქიტიაშვილმა, რომელიც 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი იყო ხაშურის ოლქიდან, გადაწყვეტილების მიზეზად მისი შტაბის წევრების მიმართ „დაუფარავი აგრესია“ დაასახელა. ვალერი გელაშვილის შტაბმა ბრალდებები უარყო.
XS
SM
MD
LG