სირიის მთავრობამ სირიის საჰაერო სივრცეში აკრძალა თურქეთის სამგზავრო თვითმფრინავების შეშვება. ეს განცხადება გაავრცელა სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ. სამი დღის წინ თურქეთმა მოსკოვიდან დამასკში მიმავალ, სირიის სამგზავრო თვითმფრინავს უბრძანა თურქეთში დაშვება და განაცხადა, რომ თვითმფრინავიდან სამხედრო შეიარაღება იქნა ამოღებული. რუსეთმა კი განაცხადა, რომ თვითმფრინავში იარაღი არ ყოფილა, ხოლო არსებული ტვირთი კანონიერი იყო. დამასკსა და ანკარას შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც სირიამ საზღვრის მიღმა განახორციელა იერიში.
ყველაზე პოპულარული
1