Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპული ქართველი კაპრალი საქართველოში გადაასვენეს


წუხელ ღამით საქართველოში გადაასვენეს ავღანეთში დაღუპული ქართველი კაპრალის, მინდია აბაშიძის ცხედარი. როგორც იუწყებიან, ცხედარი უკვე დაღუპულის მშობლიურ სოფელში, თხილნარში ასვენია. აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დაიღუპა. ის შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. აბაშიძე სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც.
XS
SM
MD
LG