Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა


გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა. სააგენტო „ინტერპრესის“ ინფორმაციით, ხაშურის ცხრა უბანზე ჩატარებულ კენჭისყრაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მალხაზ ვახტანგაშვილი გახდა გამარჯვებული გორის მეოთხე საარჩევნო უბანზე ჩატარებულ კენჭისყრაშიც. ერთ, მეხუთე უბანზე ჩატარდა კენჭისყრა სიღნაღშიც. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, გამარჯვება იქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გელა გელაშვილმა მოიპოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უბნები საღამოს 8 საათზე დაიხურა. განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება იმ დარღვევების გამო გახდა საჭირო, რომლებიც დამკვირვებლებმა ამ ოლქებში საქართველოში 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს აღრიცხეს.
XS
SM
MD
LG