Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 77 რეგიონში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა.


რუსეთის 83 რეგიონიდან 77-ში დღეს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის ფარგლებში ხუთ რეგიონში ირჩევდნენ გუბერნატორებს. როგორც ვარაუდობენ, ხუთივე რეგიონში პოსტებს მოქმედი გუბერნატორები შეინარჩუნებენ - რომლებსაც მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი უჭერს მხარს. 2004 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა გუბერნატორების არჩევნები და რეგიონული მმართველების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს მიანიჭა. გუბერნატორების არჩევის პრაქტიკის აღდგენა მოჰყვა დეკემბერში დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომელბიც რუსეთის საარჩევნო სისტემაში დარღვევების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა რუსეთის ოპოზიცია გუბერნატორთა არჩევნების აღდგენას კრიტიკით შეხვდა და ამას რეფორმის იმიტაცია უწოდა.
XS
SM
MD
LG