Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარამ თურქეთის საჰაერო სივრცეში აკრძალა სირიის თვითმფრინავები


თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ თავის საჰაერო სივრცეში ბლოკავს სირიის თვითმფრინავების მოძრაობას. ეს თურქეთის მხრიდან საპასუხო ზომაა - რამდენიმე საათით ადრე დამასკმა აკრძალა თურქეთის სამგზავრო თვითმფრინავების შეშვება თავის საჰაერო სივრცეში. ანკარასა და დამასკს შორის დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს სირიის მხრიდან საზღვრის მიღმა გახსნილმა ცეცხლმა თურქეთში ხუთი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. თურქეთმა თავის სამხედროებს უბრძანა საპასუხო ცეცხლი გახსნან, როგორც კი სირიიდან ნასროლი რაკეტა თურქეთის ტერიტორიაზე დაეცემა. ეს ნაბიჯები აღრმავებს შეშფოთებას, რომ სირიის სამოქალაქო ომი შეიძლება რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. სამი დღის წინ თურქეთმა მოსკოვიდან დამასკში მიმავალ, სირიის სამგზავრო თვითმფრინავს უბრძანა თურქეთში დაშვება და განაცხადა, რომ თვითმფრინავიდან სამხედრო შეიარაღება იქნა ამოღებული. რუსეთმა კი თქვა, თვითმფრინავში იარაღი არ ყოფილა, ხოლო არსებული ტვირთი კანონიერი იყოო.
XS
SM
MD
LG