Accessibility links

logo-print

მიწისძვრამ სოფელი ჭიაური დააზარალა


საქართველოში კვირას მომხდარმა მიწისძვრამ, რომელიც მაგნიტუდით 5,4 იყო, ათზე მეტი სახლი და საჯარო სკოლის შენობა დააზიანა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში. მისმა გამგებელმა ტარიელ ქიმაძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ წუხელ მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა, რის გამოც შეშინებულმა მოსახლეობამ ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. მიწისძვრით დაზიანებული სკოლის შენობაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, რომლის განახლებამდე შენობის უსაფრთხოების თაობაზე ექსპერტების დასკვნას ელიან. 14 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობდა.
XS
SM
MD
LG