Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოპოზიცია აცხადებს ადგილობრივ არჩევნებზე დარღვევების შესახებ


რუსეთში ოპოზიცია იუწყება ადგილობრივ არჩევნებზე დაშვებული მასშტაბური დარღვევების, მათ შორის საარჩევნო კარუსელებისა და საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. არჩევნები ჩატარდა რუსეთის 83 რეგიონიდან 77-ში. წინასწარი შედეგებით, დიდი უპირატესობით იმარჯვებს მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“. ისევე როგორც დეკემბრის საპარლამენტო და მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევებში, ოპოზიციის აქტივისტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ მთავრობის მხარდამჭერი კანდიდატების ხელშემწყობ მიზანმიმართულ კამპანიაში. პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი უარყოფს გაყალბების ბრალდებას და ამბობს, რომ არაფერი იცის „სერიოზული დარღვევების“ შესახებ. რუსეთის ხუთ რეგიონში, რვა წლის შემდეგ პირველად, ჩატარდა გუბერნატორის არჩევნები, რომლებიც თავის დროზე პუტინმა გააუქმა, მისივე განმარტებით, სეპარატიზმისა და დამნაშავეობისაგან რუსეთის დასაცავად. გუბერნატორის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხუთივე რეგიოში იმარჯვებენ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატები.
XS
SM
MD
LG