Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი


ლონდონში სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის ვაჟი, მაქსიმ ბაკიევი. ამის შესახებ ჩვენს რადიოს უთხრეს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლებმა. ბაკიევი დააკავეს 2010-12 წლებში შეერთებულ შტატებში თაღლითობისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანის მიზნით შეთქმულებაში ბრალდების საფუძველზე. 35 წლის მაქსიმ ბაკიევზე ძებნა აქვს გამოცხადებული ყირგიზეთსაც, საიდანაც ის გაიქცა მას შემდეგ, რაც 2010 წლის აპრილში დაამხეს მამამისის მმართველობა. ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ლონდონის სასამართლო 7 დეკემბერს გადაწყვეტს შეერთებულ შტატებში მაქსიმ ბაკიევის შესაძლო ექსტრადიციის საკითხს. ყირგიზეთმა ინტერპოლს სთხოვა ბაკიევის დაპატიმრება, მაგრამ ამ ქვეყანას ბრიტანეთთან არა აქვს გაფორმებული ექსტრადირების შესახებ შეთანხმება. ყურმანბეკ ბაკიევს ბელორუსიამ მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი.
XS
SM
MD
LG