Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირებას ელის


ევროკავშირი სხვა საკითხებთან ერთად დაინტერესდა რუსეთის პოზიციით საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ლუქსემბურგში შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონს და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ლავროვის თქმით, მან ევროპელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ რუსეთი საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირებას და მისი მუშაობის დაწყებას ელის. ”ამის შემდეგ ვიმსჯელებთ კონკრეტული და პრაქტიკული საქმით და პოზიციით, რომელიც საქართველოს ახალ მთავრობას ექნება რუსეთის და სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის მიმართ”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
XS
SM
MD
LG