Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელემაუწყებლებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანება და სანქციები


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე შეუმცირდება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და სანქციები. "ამ გზით როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ტელეკომპანიებისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება და მათი თანაბარ საგადასახადო პორობებში ჩაყენება ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას და კონკურენციის გაზრდას”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა. მისივე თქმით, მაუწყებლებს ექნებათ ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაც. ხეთაგურის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების არსებობის შემთხვევაში, მაუწყებლებმა წერილობით უნდა მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და სამუშაო ვითარებაში დაიწყოს მსჯელობა საგადასახადო დავალიანების შემცირებაზე.
XS
SM
MD
LG