Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა პატიმარი შიმშილობს რუსთავის მკაცრი რეჟიმის საპატიმროში


რუსთავის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში პატიმართა შიმშილობის ფაქტი დაადასტურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, 8 მოშიმშილე პატიმრის მოთხოვნები ერთმანეთისგან განსხვავებულია და შეეხება როგორც მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე ჯანმრთელობას და სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენას. სამინისტროს ცნობითვე, ერთი მსჯავრდებული სხვა პატიმრებისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს. სასჯელაღსრულების სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსთავის დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ იდენტიფიცირებულია მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება მის კომპეტენციაშია, ხოლო მოშიმშილე პატიმართა ნაწილს განემარტა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება სცილდება ადმინისტრაციის კომპეტენციას. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" აცხადებს, რომ მოშიმშილეთა შორის არიან მსჯავრდებულები, რომლებზეც ფიზიკური ზეწოლა ამ დრომდე გრძელდება.
XS
SM
MD
LG