Accessibility links

logo-print

თურქეთმა ჩხრეკის შემდეგ გაუშვა სომხეთის თვითმფრინავი


თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ანკარამ გზის გაგრძელების საშუალება მისცა სომხეთის თვითმფრინავს, რომელსაც დღეს, სირიის ქალაქ ალეპოს მიმართულებით რეისის შესრულებისას მოსთხოვეს თურქეთის ტერიტორიაზე დაშვება. ის ქალაქ ერზრუმში დასვეს და გაჩხრიკეს. თვითმფრინავს ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდა სირიის საპორტო ქალაქ ალეპოში, სადაც ცხოვრობს სირიაში უდიდესი სომხური თემი. თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავის შემოწმება წინასწარ იყო შეთანხმებული თურქეთსა და სომხეთს შორის. ანკარა ცდილობს, არ დაუშვას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება სირიელი მებრძოლების მოსამარაგებლად, რის გამოც გასულ კვირაში ანკარის აეროპორტზე დაშვება აიძულა სირიაში მოსკოვიდან მიმავალ ავიალაინერს. თურქეთი აცხადებს, რომ თვითმფრინავით გადაჰქონდათ სირიის ჯარებისათვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა.
XS
SM
MD
LG