Accessibility links

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გზა გადაკეტეს


თბილისში 15 ოქტომბერს, 16 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხუთი წუთით გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. მათი მოთხოვნაა, მოგვარდეს უნივერსიტეტში დაგროვილი პრობლემები. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი ნოშრევან ჩხაიძე კანონის დარღვევით არის დანიშნული, ასევე კანონდაღვევითაა შედგენილი უნივერსიტეტის წესდება. ნოშრევან ჩხაიძის თქმით, ეს საკითხები უნივერსიტეტის კომპეტენციას სცდება და ისინი იურისტებმა უნდა გაარკვიონ.

XS
SM
MD
LG