Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ამკაცრებს სანქციებს ირანისა და სირიის წინააღმდეგ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე ირანისა და სირიის წინააღმდეგ. ირანის შემთხვევაში, სანქციების მიზეზია თეირანის უარი, შეაჩეროს მუშაობა ბირთვულ პროგრამაზე, რომელიც, დასავლეთის ვარაუდით, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ირანის წინააღდმეგ ახალი სანქციები ეხება 34 ფირმას და ერთ ინდივიდს, რომლებსაც გაუყინავენ საბანკო ანგარიშებს და არ მისცემენ ევროკავშირის ვიზებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ ირანის სანქციებს გამო შემდეგი თქვა: „სამწუხაროდ, აუცილებელია გავამკაცროთ ირანის მიმართ სანქციები. დღემდე მოლაპარაკებებს არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. ცხადია, ირანს აქვს უფლება მოიხმაროს ბირთული ენერგია სამშვიდობო მიზნით, ზუსტად ისე, როგორც მას ევალება, შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნისთვის ყველანაირი სამუშაო. რადგან ყველა ადრინდელი მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, ჩვენ კვლავ ვთვაზობთ თეირანს, დაიწყოს მოლაპარაკება და ამავე დროს სანქციებს ვამკაცრებთ“. აშშ მიესალმა ირანისთვთის სანქციების გამკაცრებას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, ლუქსემბურგში შეთანხმდნენ სირიის წინააღმდეგ ახალ სანქციებზეც, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას სირიის დამატებით 28 მოქალაქისთვის და ორი კომპანიისათვის. ამავე შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ძალაში დატოვონ ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციები. თუმცა, ასევე ძალაში დარჩა მათი გაუქმების პერსპექტივა, თუ მინსკი გააუმჯობესებს მდგომარეობას ადამიანის უფლებების კუთხით.
XS
SM
MD
LG