Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა დღეს დაადასტურა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხში. ეშტონმა საქართველოს შესახებ ისაუბრა პრესკონფერენციაზე, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ ახალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მართებთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. „ევროკავშირს ურთიერთობა აქვს მთლიანად, საქართველოსთან და მზად ვართ ვითანამშრომლოთ, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, ისევე როგორც გადაადგილების მეტ თავისუფლებას“, განაცხადა ეშტონმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი იყო ახალი სანქციები ირანისა და სირიის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG