Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძემ უარი თქვა შეთავაზებულ თანამდებობაზე


ამირან გამყრელიძემ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი უარის გამო დღეს განცხადება გაავრცელა და მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი ვაჟი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი. "ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, რასაც მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები”, - ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში. მინისტრობის ყოფილი კანდიდატი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო და მასთან შეთანხმებით დარჩება მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დაიწყება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის.
XS
SM
MD
LG